вторник, 7 октября 2014 г.

სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი "წიგნი სიყვარულია" დაიწყო

ქუთაისის  N15 საჯარო სკოლის    დებატკლუბ ,,ღირსების და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია   წევრებმა დაიწყეს  კიდევ ერთი  ახალი  სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება სახელწოდებით ,,წიგნი სიყვარულია“.
სკოლის ადმინისტრაცია:  იდეის მხარდამჭერი

პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე (ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი, დებატ–კლუბის ,,ღირსება“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, და   სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია  მეურვე)

პროექტის კონსულტანტები: 
 ნინო ისაკაძე (ქუთაისის N15 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე)
ქეთი თათვიძე,(ქუთაისის N15 საჯარო X კლასის მოსწავლე)
ელისო ჯიბლაძე (ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი)
ნინო თვალაბეიშვილი (ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე)
მაია მამისეიშვილი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის საჯარო სკოლის დირექტორი)

პროექტის კოორდინატორები: 
ნიკა ახვლედიანი (ქუთაისის N15 საჯარო X კლასის მოსწავლე)
საბა ფარჯანაძე (ქუთაისის N15 საჯარო XII კლასის მოსწავლე),
მარიამ კობერიძე,(ქუთაისის N15 საჯარო VIII  კლასის მოსწავლე)
მანუჩარ ფანჩულიძე (თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი)
ეთერ გუბელაძე (ქუთაისის N15 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი)
ლია კუხიანიძე (ქუთაისის N40 საჯარო სკოლის დირექტორი)

პროექტის მენეჯერები:  
 გიორგი მამასახლისი(ქუთაისის N15 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე, სამოქალაქო კლუბის ,,მომავალი ჩვენია ლიდერი )
 ლუკა უკლება,(ქუთაისის N15 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე)
 შორენა ტყემალაძე (ქუთაისის N23  საჯარო)

პროექტის კოორდინატორები სსიპ ქ.რუთავის #16 სკოლაში:

1. თამარ ბიწაძე (სამოქალაქო განათლების პედაგოგი)
2. ნანი შევარდენიძე (მათემატიკის პედაგოგი)


პროექტის მიზანია: პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში წიგნის სიყვარულის გაღვივებას, მისადმი ინტერესის გაზრდას, მოქალაქეობრივი  თვითშეგნების და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას. წიგნის როლის ზრდისთვის ხელშეწყობას, სიყვარულის გაღვივებას და განცდას, რომ წიგნი ცხოვრებას გვასწავლის. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს კომუნიკაციას და ინტეგრირებას სხვადასხვა სკოლებს შორის, თანამშრომლობას სტუდენტებთან, საზოგადოებასთან.მოსწავლეებში იმ უნარ–ჩვევების ჩამოყალიბებას, რომელიც აუცილებელია მთელი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ძალების რეალიზებისათვის.საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში მონაწილეობა და თანატოლებთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულებების ჩამოყალიბება.
პრობლემის აღწერა: დროთა განმავლობაში ტექნიკა თავის როლს ასრულებს საზოგადოებაში. მას დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი აქვს, რაღაც გარკვეულ ეტაპზე ბავშვები გულცივები, აგრესიულები ხდებიან, ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ამ თაობაზე, მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე
 მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთერთი უმნიშვნელვანესი პრობლემაა. ეს საკითხი, კაცობიობისთვის უაღრესად მტკივნეული და ამაღელვებელია, საქართველოშიკი განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ,ტექნიკის განვითარებამ ადამიანთა ცხოვრებაში კომპიუტერის დამკვიდრებამ მნიშვნელოვნად გაანელა ინტერესი წიგნის მიმართ.
არავისთვის არის საიდუმლო, რომ მოზარდები წიგნებს აღარ კითხულობენ. ამ მხრივ ახალი თაობა (გარდა მცირე გამონაკლისისა) საგრძნობლად განსხვვავდება ძველისაგან. წიგნიერება მუდამ ამშვენებდა ადამიანს და კვლავაც უნდა შეამკოს იგი. უწიგნურობით გაჩენილ სიცარიელეს ვერავითარი შენაძენი ვერ შეავსებს.

1.       პროექტში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ელ.ფოსტაზე გადმოაგზავნოთ  სკოლის თანხმობის ფურცელი (დასკანერებული)
2.       პროექტის ელ.ფოსტა: wignisiyvarulia@gmail.com
3.       მონაწილე სკოლის წარმომადგენლები (კოორდინატორები) პროექტში:ორი პედაგოგი და ერთი მოსწავლე
4.       პროექტში მონაწილე მოსწავლეების სია, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა
5.       ,,წიგნი სიყვარულია“ პროექტის პრეზენტაცია (ფოტო მასალა, ვიდეო–მასალა 5 წთ,აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პროექტის საავტორო უფლება )
6.      პროექტის ბლოგი    http://debatklubigirseba.blogspot.com/2014/02/140214_15.html
7.      თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეებმა და დამსწრე პირებმა აუცილებლად უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
8.      რეგისტრაციის ფურცელი დასკანერებული, ფოტო–მასალა, ვიდეო (5 წთ) , შეხვედრის ანგარიში ხელმოწერით (კოორდინატორი  პედაგოგები და ერთი მოსწავლე) უნდა გადმოაგზავნოთ ელ–ფოსტაზე.




 დაგეგმილი აქტივობები:
პროექტში მონაწილე სტუმრები საუბრობენ მათთვის საყვარელ წიგნზე, ისინი მსჯელობენ ავტორის მიერ აღწერილ პრობლემაზე, მის მნიშვნელობაზე და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. შეხვედრა გაიმართება თვეში ერთხელ.
პირველი სემესტრი
1.      პირველი სტუმარი: სკოლის დირექტორი (ოქტომბერი)
2.      მეორე სტუმარი : სტუდენტი (ნოემბერი)
3.      მესამე სტუმარი საზოგადო მოღვაწე (მწერალი, ჟურნალისტი, უნივერსიტეტის ლექტორი და.ა.შ; სურვილის და შესაძლებლობის მიხედვით) (დეკემბერი)

   მეორე სემესტრი:
1.      მეოთხე სტუმარი:  პედაგოგი (იანვარი)
2.      მეხუთე სტუმარი: მშობელი (თებერვალი)
3.      მეექვსე სტუმარი: წიგნის მაღაზიათა ქსელის ,,ბიბლუსის“ წარმომადგენელი (მარტი)
4.      მეშვიდე აქტივობა: 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე, ერთობლივი აქცია პროექტის მონაწილე სკოლების მეშვეობით.
5.      ექსკურსია – მაისი (მონაწილეობას მიიღებს ყველაზე აქტიური მკითხველები)
 თანამშრომლობის ს აფუძველზე  საპროექტო  ჯგუფი ესტუმრება   პროექტში ჩართულ სკოლებს შესაბამისად   დავუკავშირდებით  კოორდინატორების საშაულებით.თითოეულ, თქვენს მიერ დაგეგმილი აქტივობის შესახებ გთხოვთ მოგვწეროთ პროექტის ელექტრონულ ფოსტაზე.
2013-14 სასწავლო წლის მანძილზე ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები:

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის, წარმატებებს გისურვებთ!

პატივისცემით, პროექტის ხელმძღვანელი: ნათია კალანდაძე

აქ არის წარმოდგენილი პრეზენტაციის ვიდეო ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=821b3VZovsA&feature=youtu.be





ჩვენ ვამაყობთ!

მე-16 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, თბილისი 2013წლის თასის გამარჯვებული, 2013 წლის რეიტინგით საუკეთესო მოცურავედ დასახელებული გოგონათა შორის, უკრაინისა და სომხეთის მრავალგზის ჩემპიონი, ბელორუსიის აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინის აბსოლუტური ჩემპიონი, დუბაის საერთაშორისო ტურნირის სამი ოქროსა და თასის მფლობელი სპორტის ოსტატობის კანდიდატი რუსუდან გოგინაშვილი.


ჩვენ ვულოცავთ რუსუდანს ამ შესანიშნავ წარმატებას და ვუსურვებთ წინსვლას!


სამოქალაქო განათლების კლუბის გახსნა

ჩვენ სკოლაში კიდევ ერთი ძალზედ საინტერესო სამოქალაქო განათლების კლუბის გახსნა მოეწყო . აღნიშნულთან დაკავშიებით სკოლის დირექტორმა გააკეთა წარდგინება სამოქალაქო განათლების პედაგოგის , თამარ ბიწაძის, როგორც კლუბის მეურვის პოზიციის. ხოლო რაც შეეხება სკლუბში გაწევრიანების მსურველებს მათ ესაჭიროებათ მხოლოდ ანკეტის შევსება და მოტივაცია აკეთონ და იყვნენ აქტიური მოქალაქეები. აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვენენ სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის Bridge წევრები,რომელბმაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს გაუზირეს თავინთი 4 წლიანი საკლუბო მუშაობის გამოცდილება და ის დიდი სარგებელი რაც მათ მიიღეს კლუბში მუშაობით და ჩართულობით.


თეატრალური საკვირაო სკოლა რუსთავში გვესტუმრა

2014 წლის 6 ოქტომბერს "თეატრალური საკვირაო სკოლა რუსთავში" იყო ჩვენი სკოლის სტუმარი, მისმა ხელმძღავნელებმა გიორგი ფხაკაძემ და მაია ჯამალაშვილმა დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს მათი სკოლის საპროგრამო მიმართულებები და ისაუბრეს თითოეული მათგანის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე. აღნიშნულმა მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია და მათ გაუჩნდათ მჭიდროდ თანამშრომლობის განწყობა.








пятница, 3 октября 2014 г.

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

ჩვენი სკოლის მოსწავლეთ თვითმმართველობამ სკოლის დირექტორის დახმარებით პედაგოგებს მოუმზადა მილოცვები და გაულამაზა ეს შესანიშნავი დღე :)))

"ძვირფასო მასწავლებლებო, გვინდა მოგილოცოთ მაწწავლებლის საერთაშორისო დღე. გვინდა ეს დღე თქვენთვის იყოს განსაკუთრებით ლამაზი და გამორჩეული, გვინდა გაგილამაზოთ ეს დღე და ჩვენი გულიდან წამოსული სიტყვებით გაგათბოთ. არის შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი უფრო კარგად იცნობს ბავშვებს, ვიდრე მშობელი. გმადლობთ, რომ განსაკუთრებულად თბილები ხართ ჩვენს მიმართ, მუდმივად გვმოძღვრავთ, გვესაუბრებით ადამიანურ, ბუნებრივ, ეთიკურ და ზნეობრივ მრწამსზე. გმადლობთ, რომ ზრუნავთ ჩვენს პიროვნებად ჩამოყალიბებაზე და კიდევ ერთხელ გილოცავთ მასწავლებლის დღეს“





























среда, 1 октября 2014 г.

სტუმრად სკოლაში რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი

მიმდინარე კვირის განმავლობაში ჩვენს სკოლას ესტუმრა რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, მისი ორი წარმომადგენლით, რომელთა მიერ იქნა მოწყობილი პრეზენტაცია ამჟამად მიმდინარე ორი,ძალზედ საინტერესო პროექტისა. მათ ასევე ისაუბრეს რუსთავქალაქობის შესახებ რომელიც ჩვენს ქალაქში 11-12 ოქტომბერს იგეგმება.
დამსწრე მოსწავლეებმა გამოხატეს მზაობა და დიდი სურვილი აღნიშნულ პროექტებში მონაწილეობის.







Intel ის ტრენინგები დავიწყეთ

2014 წლის 1 ოქტომბრიდან ჩვენს სკოლაში Intel ის ტრენინგების მე3 ეტაპი დაიწყო.
ტრენერი ქალბატონი ხათუნა ციყელაშვილი აქტიურად შეუდგა ჩვენი პედაგოგების გადამზადებას და უახლოეს მომავალში მათ მიერ შესრულებულ ბლოგებს ვიხილავთ :)

წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პედაგოგებს და ჩვენს ტრენერს!