пятница, 31 октября 2014 г.

ერთი ლექსის საღამო კოცონთან

გეპატიჟებით პოეზიის საღამოზე!

ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა თქვენთვის და შეგვექმნა პოზიტიური განწყობა. გვინდა თქვენთან ერთად პოეზიის დახმარებით ვეზიაროთ მშვენიერებას.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად წაიკითხოთ თქვენთვის საყვარელი პოეტის ლექსი.
წინასწარ გიხდით მადლობას.

საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს 18:00 საათზე.

გელით!

ასეთი მოწვევით განვავრცეთ ჩვენი სკოლის თემში ინფორმაცია და შედეგმაც არ დააყოვნა :)

შესანიშნავი საღამო და უამრავი სტუმარი ჩვენს სკოლაში, რომელთაც უზომოდ უყვართ პოეზია. 
აქტივობის ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება ეკუთვნის ქ. რუსთავის #16 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლეებს და მათი ქართულის მასწავლებელს, შორენა ლიპარტელიანს.

დიდი მადლობა სკოლის და სასკოლო თემის სახელით კლასს და პედაგოგს ! 



















"ფესვები და ფრთები"

2014 წლის 25-31 ოქტომბერი ჩვენს სკოლაში დატვირთული იყო კვირეულით "ფესვები და ფრთები", რომლის ძირითადი მიზანი იყო თანამედროვეობაში არსებული ძალადობრივი პრბოლემების განხილვა და რეაგირება.
სახელწოდებაც სიმბოლური გახლდათ "ფესვები" ჩვენი მშობლები, "ფრთები" კი ჩვენ შვილები, შესაბამისად ოჯახი და მასში არსებული მდგომარეობა.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო:
1.  ნახატების გამოფენა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მიერ შესრულებული,
2. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ჩაატარეს თემში კვლევა ძალადობის საკითხების გარშემო
3. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაწერა ინტერვიუები მოსახლეობაში და შექმნა სტატისტიკური მონაცემები და განიხილა
4. მოეწყო მთელი სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, მოწვეული სტუმრების: მამა სერგი, ნათია ქოქიაშვილი (საია), მაკა კობრავა (სოციალური მომსახურების სააგენტო), დისკუსია ოჯახური ძალადობის თემაზე.
5. ნაჩვენები იქნა ფილმი "გადასახლება"

აღნიშნული კვირეული გაშუქდა ქვემო ქართლის ტერე-რადიო კომპანიის მიერ, სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ 22:10 წთ.
 https://www.youtube.com/watch?v=-3h9El1jBUI&list=UUVDijlXl9XUQCkHwpCAAYlg




























понедельник, 27 октября 2014 г.

გამოცდილების გაზიარება

დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა "Bridge" ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს "სამართლებრივი კულტურის" მიმართულებით გაუზიარა გამოცდილება.  გაiმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომლის მონაწილენი მე12 სკოლელები იყვნენ და მათ აქტიურად ჩართეს პროცესებში ჩვენი მოსწავლეებიც. შეხვედრა ძალზედ ნაყოფიერად დასრულდა, ის ქვემო ქართლის ტელერადიო  კომპანიის გადამღებმა ჯგუფმაც აღბეჭდა საინფორმაცო გადაცემისათვის.