пятница, 28 ноября 2014 г.

ჩვენი სკოლის სიამაყე



ჩვენი კიდევ ერთი სიამაყე  ლიკა ჭიხორიაა, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ცურვის სფეროში და არა ერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს, პრიზისა  და აღარების მფლობელია.
ქ.რუსთვის #16 საჯარო სკოლა უსურვებს ლიკას წინსვლას, წარმატებას, თავისი და მთელი სკოლის მსოფლიოსათვის გაცნობას! :)

пятница, 21 ноября 2014 г.

ჩვენი სტუმარია ლაშა ნოზაძე

„როცა წიგნი თან გაქვს, შენთანაა და როცა გრძნობ მის სუნს 
და თან როცა გიყვარს, საოცარ სიამოვნობას გრძნობ“
ლაშა ნოზაძე


სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლა
სასწავლო პროექტი „წიგნი სიყვარულია“
შეხვედრა საზოგადო მოღვაწეს ლაშა ნოზაზესთან
განხილული ნაწარმოები ვაჟა-ფშაველას „გველის მწამელი“ და
გრიგოლ რობაქიძის პიესა „ლამარა“

ეს წიგნი ჩემი ცხოვრების ის ნაწილია, რომლის შეცვლა აღარავითარ ძალას არ შეუძლია, ხოლო რომელში შეღწევის სურვილი მიცხოველებს მაშინდელ ხალისს ცხოვრებისა და შემოქმედების. იქნებ, ამ წიგნმაც გაუწიოს მეგზურობა ქართველ ახალგაზრდებს. და თუ რომელიმემ მაინც მიაგნო თავის გზას ამ წიგნის კითხვისას, ჩავთვლი, რომ ამაოდ არ დავშვრი.“
ჯანრი კაშია
2014 წლის 20 ნოემბერს პროექტსი ფარგლებში შედგა მორიგი შეხვედრა საზოგადო მოღვაწე, რეჟისორ და ჯგუფ „რეგიონის“ სოლისტ  ლაშა ნოზაძესთან.
დავიწყებ იმით, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო იყო იმის გაგება, რომ ბ-ნი ლაშა იქნებოდა ჩვენი მორიგი სტუმარი. იგი ხომ ხელოვანი და თავისი საქმის დიდოსტატია, რომელიც ხელოვნების განსხვავებულ სფეროებში მოღვაწეობს, იქნება ეს სამსახიობო კარიერა, ჯგუფის სოლისტობა თუ რეჟისურა.
საუბრის დასაწყისში, ბ-ნი ლაშა გაეცნო თითოეულ წევრს, რამაც მაშინვე ძალიან თბილი ურთიერთობა და სასიამოვნო გარემო შექმნა. მას ჩვენთვის წარსადგენად მოტანილი ჰქონდა თავისი საყვარელი ნაწარმოები, ჩვენი ბუმბერაზი და საამაყო ბუნებისმოტრფიალე მოღვაწის, ვაჟა ფშაველას შემოქმედებიდან პოემა „გველის-მჭამელი“, რომლის განხილვის შემგდომ პარალელს ავლებს გრიგოლ რობაქიძის პიესასთან „ლამარა“.  
მონოლოგის დაწყებამდე, მოკლედ შეეხო ადამინის სულიერების საკითხს, საერთოდ ადამინის ძირითად მისიას ამქვეყნად. როგორიცაა იმ პირვანდელი მდგომარეობის, იმ პირვანდელი  სახის დაბრუნება, რაც ღმერთა მას უბოძა და რასაც ვკარგავთ ადამიანები, როდესაც ცუდს რასმე ჩავიდენთ, რითაც უარს ვამბობს ბედნიერებაზე და სიკეთეზე.. აი სწორედ პირვანდელი სულიერების დაბრუნებას უნდა ცდილობდეს ნებისმიერი ჩვენთაგანი, რადგან ცხოვრება უღმრთოდ რთულია და ამაო. და რომ ერთადერთი ხსნა ადამიანისა არის ხსნა სულისა, რომელიც ხდება მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს გზაზე შედგომით.
შემდეგ ისაუბრა ვაჟას პიროვნებაზე, მის ვაჟკაცურ და სულიერ მხარეზე, რომელიც მის ნებისმიერ ნაწარმოებს თან სდევს. მთის ადათები, შეურიგებელი ბრძოლები „მტერთან“,  ადამიანებთან, რომელთა სულში ვაჟა ხედავს ძლიერ და ვაჟკაცურ პიროვნებებს. და არ უწოდებს მათ მტრებს, არც ხოცვა-ჟლეტის მომხრეა. იგი ადამინის საქციელს აფასებს უარყოფითად და არა თავად პიროვნებას. ვაჟას ყველა ნაწარმოები გაჟღენთილია, ბუნების, მთის ადათებისა და ხორციელი თუ  სულიერი სიყვარულით.
ამ ნაწარმოების მთავარი გმირი მინდია, რომელიც ქაჯებს დამწყვდეული ჰყავდათ 12 წელი, სამშობლოსა და ოჯახსმონატრებული განგებ შეჭამს გველის ხორცს, რითაც ფიქრობს რომ მოკვდება და თავს დააღწევს ამ კოშმარს. მაგრამ აი საოცრება, იგი ეუფლება მისნობას, ბუნების ენას, ესმის და გრძნობს თუ რას საუბრობენ და განიცდიან ხეები, ბალახები, ჩიტები. აცნობიერებს იმას, თუ რა არის ბუნებისთვის სატანჯველი. ოჯახში დაბრუნების შემდეგ,  მას უწევს ისეთი რამის ჩადენა, როგორიცაა ხის მოჭრა, ბრძოლაში ჩაბმა და ხალხის კვლა, რითაც საბოლოოდ კარგავს შეგრძნების და ყნოსვის უნარს.
ნაწარმოების დასრულების საშუალება თავად მოსწავლეებს მიანდო ბ-ნმა ლაშამ და პარალელი გაავლო გრ. რობაქიძის პიესაზე „ლამარა“, რომლის სიუჟეტი რამდენადმე შეცვლილია, თუმცაღა „გველისმჭამელის“ პერსონაჟები აქაც ფიგურირებენ. ოღონდ უფრო მეტი ეფექტით და დაძაბული სასიყვარულო თუ ბრძოლის სცენებით.
დავსძენ, რომ იმდენად საინტერესოდ და ემოციურად მოგვითხრობდა ბ-ნი ლაშა ძირეულ ეპიზოდებს, რომ წარმოდგენაც არავის გაუჭირდებოდა, ვფიქრობ. მე, პირადად, თითქოს ამ სცენების მონაწილეც კი გავხდი, სასიამოვნო გრძნობა იყო.
შემდეგ დასვა კითხვები:
1.      ჰქონდა თუ არა ვინმეს წაკითხული ეს ნაწარმოებები?
2.      ვის რა ნაწარმოები (თხზულება, ლექსი) მოსწონდა და რატომ?
3.      და ნაწარმოების რომელ ვერსიას ანიჭებდნენ მოსწავლეები უპირატესობას? ელექტრონულ თუ ბეჭდურს?

მოსწავლეებმა დაასახელეს მათთვის საყვარელი ნაწარმოებები, ავტორები და ლექსებიც.
ბ-ნმა ლაშამ წიგნის სიყვარულზეც ისაუბრა, „ის, როცა წიგნი თან გაქვს, შენთანაა და როცა გრძნობ მის სუნს და თან როცა გიყვარს, საოცარ სიამოვნობას გრძნობ“.
გვირჩია, რომ ნაწარმოები რომელიც მოგვწონს წავიკითხო იმდენჯერ, რამდენჯერაც ეპიზოდების გახსენება სიამოვნებას მოგვგვრის.
სიყვარულია თავად ღმერთი. რომ ღვთის გზაა, გზა ჭეშმარიტი და ბოლომდე შეუცნობელი.
 ბოლოს დაგვიტოვა ავტოგრაფიც და გვისურვა წარმატება ცხოვრების ასპარეზზე.

შეხვედრის ამსახველი ვიდეო შეგიზლიათ იხილოთ ჩვენს YouTube ის არხზე.

სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლის სასწავლო პროექტის „წიგნი სიყვარული“ სასკოლო კოორდინატორი, სამოქალაქო განათლები
პედაგოგი თამარ ბიწაძე 









ღია გაკვეთილი მე10 კლასში

ჩვენს სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მაია ფოცხვერაშვილმა საოცრად მნიშვნელოვანი თემის გარშემო მე10 კლასში ღია, სასკოლო გაკვეთილი ჩაატარა.  გაკვეთილის თემა გახლდათ "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" , რომლის მსვლელობისას განხილული იყო გრიგოლის მისწრაფებები, ფასეულობები და ღირებულებები, დამსახურებები, მოტანილი იქნა ამონარიდები და შედარებები სხვადასხვა ლიტერატურული თუ მხატვრული ნაწარმოებებიდან. მოსწავლეთა მიერ მომზადებული და წარმოდგენილი იყო ციფრული პრეზენტაცია გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული მონასტრების გარშემო. გაიმართა საინტერესო მსჯელობა სასულიერო და საერო ერთობის შესახებ და დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა და პედაგოგმა მოახდინეს ურთიერთ და გაკვეთილის შეფასება განმავითარებელი კომპონენტის საშუალებით.








четверг, 20 ноября 2014 г.

შეჯიბრი კალათბურთში დაიწყო....




"დაიჭირე წამი"


                                                                                           "დაიჭირე წამი"



გახსოვთ ფილმი „Dead Poets Society" („მკვდარი პოეტების საზოგადოება") და რობინ უილიამსის გმირი, მისტერ კიტინგი, კონსერვატიულ სასწავლებელში მოხვედრილი ლიტერატურის მასწავლებელი? კიტინგი ბავშვებს დაფიქრებისკენ, საკუთარი სტილის პოვნისკენ უბიძგებს, ლექსების მშრალი ანალიზის ნაცვლად ასწავლის, როგორ შეიგრძნონ პოეზია. მოულოდნელად მაგიდაზე ამხტარი მასწავლებელი მოსწავლეებს ეკითხება:
- აბა, ვინ მეტყვის, მაგიდაზე რატომ ვდგავარ?
- უფრო მაღალი რომ გამოჩნდეთ, - უპასუხებს ერთი...
- მაგიდაზე იმიტომ ვდგავარ, რომ საკუთარ თავს შევახსენო, მოვლენებს ყოველთვის სხვა თვალით უნდა შევხედოთ. იცით? სამყარო აქედან სულ სხვანაირად ჩანს...

ადმინისტრაციის წარმომადგენელს, რომელმაც ამგვარი მეთოდების გამო აითვალწუნა იგი, მისტერ კიტინგი ეუბნება: „ყოველთვის მიმაჩნდა, რომ განათლების იდეა საკუთარ თავზე დაფიქრება იყო..." ხოლო თუ ამ გზას გავუყვებით, რუსთაველამდეც მივალთ:

„მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა..."

...
მასწავლებელს მოსწავლეებისთვის ლიტერატურის გაკვეთილებზე საკუთარ თავზე დაფიქრება რომ ესწავლებინა, ალბათ, სამყარო უფრო საინტერესო გახდებოდა და აღარც მასწავლებელს დასჭირდებოდა მუქარა, მოხვალ გამოცდაზე და ვნახავთ, ვინ გაიცინებსო. განათლების გზით საკუთარი უნარების აღმოჩენა და შემოქმედებითი რეალიზაცია - აი, რა ხდის ადამიანს ბედნიერს. თუმცა ყოველთვის დასაცავი იქნება აზრი, რწმენა, იდეა, რომელიც ასეთს გაგხდის...
პოეზიას, ისევე როგორც ადამიანებს, აქვს თავისი რიტმი. ყოველი ლექსი უნიკალურია, როგორც პიროვნება. ამ უნიკალურობით არის საინტერესო ლექსიც და ადამიანიც.
საბოლოოდ, ყველაფერი წარმავალია. ყველა მოკვდება. ამიტომ და სწორედ ამიტომ: „დაიჭირეთ წამი!" იგრძენით სიცოცხლე!





вторник, 18 ноября 2014 г.

'პატარა არქეოლოგები"

ჩვენი სკოლის მე10 კალსის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ ლიანა გურგენიძესათან ერთად ეწვივნენ ქალაქის ისტორიულ მუზეუმს და მოირგეს "პატარა არქეოლოგის როლები", მოისმინე საინტერესო ლექციური ნაწილი და შემდგომ თავად განახორციელეს გათხრები.























понедельник, 17 ноября 2014 г.

სკოლის ბენდი

ჩვენს სკოლაში სიახლეა, გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ სასკოლო ბენდი, შევქმნათ რეპერტუარი და გავმართოთ კონცერტები.
ამისათვის გვესაჭიროება ადამიანები, რომელთაც უყვარს სიმღერა და გამოსდის კიდეც. სწორედ ამ მიზნით ჩავატარეთ მსურველთა ქასტინგი და შევარჩიეთ სასურველი კანდიდატები.