воскресенье, 28 декабря 2014 г.

"შოთას ხელებით"

სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლაში ჩატარდა შოთა ჯოხაძის,სკოლის მე9 კლასის მოსწავლის,ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ინიციატორი შოთას კლასი და კლასის ხელმძღავნელი ქეთევან მურჯიკნელი იყვნენ, ხოლო დაგეგმვა და განხორციელება სკოლის დირექტორის ირინა მელქაძე-გელაშვილს ეკუთვნის. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ რუთავის თვითმმართველობა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრი,ადგილობრივი ტელევიზია. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა სკოლის ბენდმა,საკრავების წრემ,  ჩვენმამოსწავლეებმა  და სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მოსწავლე ნანა თედორაშვილმა.საღამოზე გაიჟღერა შოთას მიერ დაწერილმა ლექსებმა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სკოლის მე10 კლასის მოსწავლე, თამარ დევსურაშვილმა,შექმნა ნახატები, რომელიც ასევე მაშვენებდა საღამოს.
ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ გააშუქა აღნიშნული საქველმოქმედო აქცია






















საახალწლო ტარდიციები ჩვენთან და მსოფლიოს ქვეყნებში

ჩვენის სკოლის მე11ა კლასის და ხელმძღვანელის ხათუნა ხარაშვილის მიერ განხორციელდა ძალზედ საინტერესო აქტვობა, რომელიც მოიცავდა როგორც ინტელექტურლურ შეჯიბრს, ვიქტორინას, ისე ჩვენი და მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო ტრადიციების პრეზენტაციას.













пятница, 26 декабря 2014 г.

"იყო და არა იყო რა"

"იყო და არა იყო რა" სპექტაკლი მე7 კლასის მოსწავლეთა მონაწილობით, ავტორი და რეჟისორი სკოლის  მუსიკის პედაგოგი მაია გულოშვილი












четверг, 25 декабря 2014 г.

ღია გაკვეთილი სპორტში

მუსიკის, ესთეტიკის და სპორტის კათედრის კვირეულის ფარგლებში ჩვენი ღვაწლმოსილი სპორტის პედაგოგის ლევან ვაჩეიშვილის მიერ ჩატარებული ღია გაკვეთილი მე5ა კლასში, სადაც პედაგოგმა კლასის ხელმძღავნელ, მათემატიკის მასწავლებელ ნანი შევარდენიძის დახმარებით, სტანდარტული მაგალითებიც გამოაყვანინა მოსწავლეებს. გაკვეთლს ესწრებოდა სკოლის დირექცია და მოწვეული, კოლეგა სკოლების სპოტრის მასწავლებლები.