пятница, 23 января 2015 г.

სამართლებრივი კულტურა სკოლაში

"სამართლებრივი კულტურა სკოლაში" Ph Internetional მა დაიწყო მეორე ეტაპი პროექტის განხორცილების საკითხში. ამ ჯერად გადაემზადნენ შერჩეული სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგები და პილიცილები,რომელიც აქტიურად შეუდგებიან მუშაობას მე9 კლასის მოსწავლეებთან. წარმატებებს ვუსურვებთ ტრენერებს და მონაწილე მოსწავლეებს.


ანა,ჩვენ შენით ვამაყობთ

ქ.რუთავის #16 საჯარო სკოლა,დიდი სიხარულით,სიყვარულით,სიამაყით ულოცავს სკოლის წარმატებულკურსდამთავრებულს ანა შარვაძეს წლის საუკეთესო,მეორე ხარისხოვანი როლის შესრულებაში, მოპოვებულ ჯილდოს! 
ჩვენ ვულოცავთ ანას ამ შესანიშნავ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ წარმატებებს,წინსვლას და შემოქმედებით წვას!



ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახალგაზრდულ პროგრამებს რეგიონებში აქტიურად ახორციელებს. ქალაქ რუსთავში „ლიდერთა სახლისა“ და „ერთი დღე იუსტიციის სახლის თანამშრომლად“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ჩვენი სკოლის მე11ა კლასის მოსწავლეები თათია ლაცაბიძე და ანი შუბლაძე იღებდნენ მონაწილობას აღნიშნულ პროექტში.


вторник, 6 января 2015 г.

საახალწლო კარნავალი 2014

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თაოსნობით 2014 წელის 26 დეკემბერს ჩვენს სკოლაში საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი კარნავალი მოეწყო :) კარნავალის ფერი დადგინდა და იყო ლურჯი. გაიმათა ბევრი თამაშები, კარაოკეები, კონკურსები, შეჯიბრი საცეკვაო ნომრებში,  წლის მისტერ და მისის კარნავალის გამოვლენით და კულმინაციურ მომენტრში ფეერვერკებისა და ფრანების გაშვებით :)

















სკოლის დირექტორის საჯარო გამოსვლა 2014


სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლის დირექტორის
ირინა მელქაძე-გელაშვილის 

საჯარო გამოსვლა 

სკოლის 2014 წლის პირველი სემესტრის დაჯილდოვების ცერემონიალზე

მოგესალმებით ყევლას პატივცემულო საზოგადოებავ! მიხარია რომ ასე ერთად თავშეყრილებს გხედავთ .
ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმის განცდა რომ მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ვიმყოფები. ძალზედ დიდი ბედნიერებაა რომ ზუსტად 14 წლის შემდგომ სკოლის დასრულებისა მე დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლს, ჩემს სკოლას. 2014 წლის 8 სექტემბერი ეს არის თარიღი, რომელმაც სამუდამო სამყოფელი დაიდო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემს სკოლაში დაბრუნების თარიღი. გამოგიტყდებით მუდამ მაწუხებდა განცდა იმისა თუ რომელია ჩემი სკოლა: ის რომელიც დავამთავრე, თუ ის რომელშიც ვმუშაობ. დღეს ეს კითხვა პასუხგაცემულია, ჩემია ის სკოლა, რომელიც დავამთავრე და რომელშიც ვმუშაობ. ჩემს მშობლიურ სკოლაში მოსულს გამიცოცხლდა და გამიმძაფრდა ბავშვობის მოგონებები. ვიცანი მერხი საკლასო ოთახში შესულმა, ვიცანი ფაჯრის რაფა, სკოლის სურნელი, ჩემი ბავშობის სურნელი. ის ადამიანები, რომლებიც ასე მიყვარს და ასე ვაფასებ ჩემს გვერდით არიან კვლავ და ეს მახარებს, მამხნევებს.
ძვირფასო მეგობრებო, სკოლაში დაბრუნებულს ძალიან გრძელი და რთული გამოდგა ჩემთვის პირველიდან მეორე სართულზე ამოსვლა, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამიცოცხლდა ჩემი ბავშვობის წარმტაცი წლები და სუნთქვა შემეკრა, ენით აუწერელი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
გულწრფელად გეტყვით ძალიან ვღელავდი „როგორ შევხვდები მე ჩემს სკოლას და როგორ შემხვდება იგი მე, რას ვეტყვი მე ჩემს სკოლას ახალს და რას მეტყვის იგი მე“,სათქმელი კი ერთადერთია მე უზომოდ მიყვარს ეს კერა, მიხარია აქ თქვენთან ერთად, ჩემი სანუკვარი და საუკეთესო სკოლის კედლებში ყოფნა და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ყოველივეს წინაშე. 11 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, ჩემი უძვირფასესი პედაგოგების აქტიური თანაზიარობით მე დღეს მე16 სკოლის დირექტორის პოზიციაზე ვასრულებ ჩემს ვალდებულებას აღვზარდო თაობა, რომელიც ჩემი, თქვენი, ჩვენი, ჩვენი სამშობლოს, საყვარელი საქართველოს ხვალინდელი დღეა. მადლობა უფალს ამისთვის მეგობრებო და მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო რომ ესოდენ დაუზარელად, უხვად, ღიად, პირნათლად და დიდი სიყვარულით მაკეთებინებთ იმას, რასაც ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი გაბრწყინებული საქართველო ჰქვია. მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან ამაყად განვაცხადო რომ ჩვენს მე16 სკოლას ვერა ძალა ვერ მოერევა, რომ ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესოთა შორის და დიახ, ჩვენ ახალ უკეთეს მომავალს ავაშენებთ. ჩვენ მეთექვსმეელები ვართ.
სწორედ ამ ამაღლებული განწყობით და დიდი შემართებით განგვევლოს კიდევ მრავალი წელი და საუკუნოდ ქუხდეს ჩვენი უძვირფასესი სკოლის სახელი. ამინ! 

პატივისცემით,
სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლის დირექტორი 
ირინა მელქაძე-გელაშვილი
2014 წელი



ჩვენი 2014 წელი

2014 წლის სექტემბერ-ნოემბრის სემაჯამებელი პრომო ვიდეო

ავტორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნანა ზაზაძე






დაჯილდოვება 2014

დაჯილდოვნენ წარჩინებული, წარმატებული, საგნების მიხედვით გამორჩეული მოსწავლეები! ასევე აქტიური, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მშობლები და წარმატებული პედაგოგები, სკოლის ტექნიკური პერსონალი, კვების ობიექტი, საკრავების წრე და დირექციის წევრები!