среда, 21 сентября 2016 г.

გილოცავთ 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებას

მთელი სულითა და გულით, მაღალი მოლოდინებით, საოცრად დატვირთული და შინაარსიანი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
დღეს, თითოეული ჩვენგანი არის ბედნიერი იწოდებოდეს მე16 სკოლის ნაწილად, წარმომადგენლობად და გულშემატკივრად!
წელს სკოლამ თავისი მე60 სასწავლო წელი დაიწყო ამაყად და ღირსეულად!
ჩვენ გვიყვარს ჩვენი მე16 სკოლა თავისი ძლიერი ფესვით, წარსული დიდიებით, მშენებარე და მომავალზე ორიენტირებული, მაღალპროფესიონალი კადრების მზაობით დატვირტული აწმყოთი და უღრუბლო, მშვიდობიანი იმედით სავსე მომავლით!
მშვიდობა თქვენდა!




















ეკა ელბაქიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

სკოლის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი პირველი ღონისძიება დაეთმო ჩვენი სკოლის მე3ა კლასის მშობლის ეკა ელბაქიძის ნამუშევრების გამოფენას.
 გამოფენა იმუშავებს 2016 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით











вторник, 23 февраля 2016 г.

G-priED დაწყებითი განათლების პროგრამა ჩვენთან

2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე ჩვენს სკოლაში დაწყებითი განათლების პროგრამის მიმრთულებიტ გადამზადდა ქართულისა და მათემატიკიდ პედაგოგები და ჩატარდა მრავლად საინტერესო გაკვეთილები. რამოდენიმეს  ფოტოს აქაც შემოგტავზებთ:




                                                                                         











ქართული ხალხური ცეკვების სტუდია

ჩვენი საერთაშორისო სლოვენიური წარმატება გვახარებს და სკოლა ულოცავს თამარ დევსურაშვილს განუმეორებელი ნამუშევრების შექმნისა და ქართული კულტურის, ქვეყნისა და ქალაქის წარმოჩენისათვის! 
კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ქალაქ რუსთავის სარებულოს და განსაკუთრებით, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ბატონ მამუკა აბაშძეს გაწეული თანადგომისა და დახმარებისათვის!



"ბრილიანტის გამოწვევა" ჩვენ ნახევარ ფინალში ვართ !

Diamond Challenge 


ეს არის საერთაშორისო პროექტი , რომლის ფარგლებშიც  ჩვენი სკოლის მოსწავლე/მასწავლებეტა გუნდმა შექმნეს პორექტი ღია სპორტული მოედნის მოსაწყობად, პროექტმა 44 წარდგენილ სკოლას შორის 12 ში გაიმარჯვა და ნახევარფინალისტი გახდა!
მოსწავლეებმა : ანა ბურჯანაძემ, ნანა ხვედელიძემ, მერი ციცხქიშვილმა და პედაგოგებმა თამარ ბიწაზემ, ელენე ნარიმანიძემ და დარინა ხუბაშვილმა ღირსეულად წარადგინეს პროექტის ვიდეო და შემდგომ ინგლისურენოვანი პერეზენტაცია სპორტისა და ახლაგაზრდობის სამინისტროში გამართულ ნახევარფინალზე.
პროექტის საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციები EMT და CISV საქართველო არიან!

სსიპ ქალაქ რუსთავის #16 საჯაროს სკოლა მადლობას უხდის პროეტის განმახორციელებლებს იმ დიდი სამუშაოსათვის, რომელიც მათ გაატარეს და იმ დიდი გამოცდიელბის უხვად გაცემისათვის რაც მათ ჩვენს მოსწავლეებზე გაავრცელეს!

https://www.facebook.com/rustavi16/

https://app.reviewr.com/diamondchallenge/site/DiamondChallengeGeorgia2016

http://diamondchallenge.org/
















среда, 26 августа 2015 г.

"კრეატიული სკოლის" ნომინაციაში გამარჯვება

ქალაქ რუსთავის N 16 საჯარო სკოლის
დირექტორს ქ/ბ ირინა მელქაძე - გელაშვილს
ქალბატონო ირინა,
2015 წლის 16 ივლისის ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტიდან შემოსული N 700700 წერილის თანახმად გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 13 ივლისის N738 ბრძანებით „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამების“ ფარგლებში დამტკიცდა „წარმატებული სკოლებისა და პედაგოგების წახალისების ქვეპროგრამა“, რომლის ფარგლებში დაგეგმილია აკაკი წერეთელის დაბადებიდან 175 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სასკოლო ინიციატივების კონკურსში წარმატებული სკოლების პედაგოგების ფულადი პრემიით დაჯილდოება. აღნიშნულ კონკურსში ყველაზე კრეატიულ სკოლად დასახელდა სსიპ-ქალაქ რუსთავის N16 სააჯრო სკოლა.







ვიდეო