вторник, 6 января 2015 г.

სკოლის დირექტორის საჯარო გამოსვლა 2014


სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლის დირექტორის
ირინა მელქაძე-გელაშვილის 

საჯარო გამოსვლა 

სკოლის 2014 წლის პირველი სემესტრის დაჯილდოვების ცერემონიალზე

მოგესალმებით ყევლას პატივცემულო საზოგადოებავ! მიხარია რომ ასე ერთად თავშეყრილებს გხედავთ .
ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და იმის განცდა რომ მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ვიმყოფები. ძალზედ დიდი ბედნიერებაა რომ ზუსტად 14 წლის შემდგომ სკოლის დასრულებისა მე დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ სახლს, ჩემს სკოლას. 2014 წლის 8 სექტემბერი ეს არის თარიღი, რომელმაც სამუდამო სამყოფელი დაიდო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ჩემს სკოლაში დაბრუნების თარიღი. გამოგიტყდებით მუდამ მაწუხებდა განცდა იმისა თუ რომელია ჩემი სკოლა: ის რომელიც დავამთავრე, თუ ის რომელშიც ვმუშაობ. დღეს ეს კითხვა პასუხგაცემულია, ჩემია ის სკოლა, რომელიც დავამთავრე და რომელშიც ვმუშაობ. ჩემს მშობლიურ სკოლაში მოსულს გამიცოცხლდა და გამიმძაფრდა ბავშვობის მოგონებები. ვიცანი მერხი საკლასო ოთახში შესულმა, ვიცანი ფაჯრის რაფა, სკოლის სურნელი, ჩემი ბავშობის სურნელი. ის ადამიანები, რომლებიც ასე მიყვარს და ასე ვაფასებ ჩემს გვერდით არიან კვლავ და ეს მახარებს, მამხნევებს.
ძვირფასო მეგობრებო, სკოლაში დაბრუნებულს ძალიან გრძელი და რთული გამოდგა ჩემთვის პირველიდან მეორე სართულზე ამოსვლა, რადგან სწორედ ამ პერიოდში გამიცოცხლდა ჩემი ბავშვობის წარმტაცი წლები და სუნთქვა შემეკრა, ენით აუწერელი პასუხისმგებლობა ვიგრძენი.
გულწრფელად გეტყვით ძალიან ვღელავდი „როგორ შევხვდები მე ჩემს სკოლას და როგორ შემხვდება იგი მე, რას ვეტყვი მე ჩემს სკოლას ახალს და რას მეტყვის იგი მე“,სათქმელი კი ერთადერთია მე უზომოდ მიყვარს ეს კერა, მიხარია აქ თქვენთან ერთად, ჩემი სანუკვარი და საუკეთესო სკოლის კედლებში ყოფნა და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ყოველივეს წინაშე. 11 წლიანი პედაგოგიური გამოცდილების, ჩემი უძვირფასესი პედაგოგების აქტიური თანაზიარობით მე დღეს მე16 სკოლის დირექტორის პოზიციაზე ვასრულებ ჩემს ვალდებულებას აღვზარდო თაობა, რომელიც ჩემი, თქვენი, ჩვენი, ჩვენი სამშობლოს, საყვარელი საქართველოს ხვალინდელი დღეა. მადლობა უფალს ამისთვის მეგობრებო და მადლობა თქვენ ჩემო ძვირფასებო რომ ესოდენ დაუზარელად, უხვად, ღიად, პირნათლად და დიდი სიყვარულით მაკეთებინებთ იმას, რასაც ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი გაბრწყინებული საქართველო ჰქვია. მე მინდა დღეს ამ ტრიბუნიდან ამაყად განვაცხადო რომ ჩვენს მე16 სკოლას ვერა ძალა ვერ მოერევა, რომ ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ერთ-ერთი საუკეთესო საუკეთესოთა შორის და დიახ, ჩვენ ახალ უკეთეს მომავალს ავაშენებთ. ჩვენ მეთექვსმეელები ვართ.
სწორედ ამ ამაღლებული განწყობით და დიდი შემართებით განგვევლოს კიდევ მრავალი წელი და საუკუნოდ ქუხდეს ჩვენი უძვირფასესი სკოლის სახელი. ამინ! 

პატივისცემით,
სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლის დირექტორი 
ირინა მელქაძე-გელაშვილი
2014 წელი



ჩვენი 2014 წელი

2014 წლის სექტემბერ-ნოემბრის სემაჯამებელი პრომო ვიდეო

ავტორი სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე ნანა ზაზაძე






დაჯილდოვება 2014

დაჯილდოვნენ წარჩინებული, წარმატებული, საგნების მიხედვით გამორჩეული მოსწავლეები! ასევე აქტიური, სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მშობლები და წარმატებული პედაგოგები, სკოლის ტექნიკური პერსონალი, კვების ობიექტი, საკრავების წრე და დირექციის წევრები!








воскресенье, 28 декабря 2014 г.

"შოთას ხელებით"

სსიპ ქ.რუსთავის #16 სკოლაში ჩატარდა შოთა ჯოხაძის,სკოლის მე9 კლასის მოსწავლის,ხელით ნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიების ინიციატორი შოთას კლასი და კლასის ხელმძღავნელი ქეთევან მურჯიკნელი იყვნენ, ხოლო დაგეგმვა და განხორციელება სკოლის დირექტორის ირინა მელქაძე-გელაშვილს ეკუთვნის. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქ რუთავის თვითმმართველობა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრი,ადგილობრივი ტელევიზია. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა სკოლის ბენდმა,საკრავების წრემ,  ჩვენმამოსწავლეებმა  და სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის მოსწავლე ნანა თედორაშვილმა.საღამოზე გაიჟღერა შოთას მიერ დაწერილმა ლექსებმა, რომლის მიხედვითაც ჩვენი სკოლის მე10 კლასის მოსწავლე, თამარ დევსურაშვილმა,შექმნა ნახატები, რომელიც ასევე მაშვენებდა საღამოს.
ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიამ გააშუქა აღნიშნული საქველმოქმედო აქცია






















საახალწლო ტარდიციები ჩვენთან და მსოფლიოს ქვეყნებში

ჩვენის სკოლის მე11ა კლასის და ხელმძღვანელის ხათუნა ხარაშვილის მიერ განხორციელდა ძალზედ საინტერესო აქტვობა, რომელიც მოიცავდა როგორც ინტელექტურლურ შეჯიბრს, ვიქტორინას, ისე ჩვენი და მსოფლიოს ქვეყნების საახალწლო ტრადიციების პრეზენტაციას.













пятница, 26 декабря 2014 г.

"იყო და არა იყო რა"

"იყო და არა იყო რა" სპექტაკლი მე7 კლასის მოსწავლეთა მონაწილობით, ავტორი და რეჟისორი სკოლის  მუსიკის პედაგოგი მაია გულოშვილი