среда, 12 ноября 2014 г.

იოანე არაბული ჩვენთან სკოლაში

ჩვენის სკოლის სტუმარი დღეს იოანე არაბული იყო.
იომ ძალიან ბევრი ჩვენთვის საყვარელი სიმღერა შეასრულა
 ჩვენს მოსწავლეებთან ერთად. 
გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ნიწიერ შემოქმედს!












მორიგე კლასის ანგარიში

ჩვენს სკოლაში კიდევ ერთ ტარდიციას ჩაეყარა საფუძველი, ჩვენი დირექტორის ინიციატივით სკოლაში კლასების მორიგეობა დაწესდა. პილოტირება სკოლის მე10 კალსიდან დაიწყო. მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელ მაია ფოცხვერაშვილთან ერთად, მთელი კვირის მანძილზე წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ ვალდებულებას და შემაჯმაბელი ანგარიშითაც წარდგნენ სკოლის მასწვლებელთა წინაშე, გამართულ ყოველკვირეულ თათბირზე.




пятница, 7 ноября 2014 г.

"იაკობი და დედა ენა"

ჩვენს სკოლაში დაწყებითების კათედრამ საოცარი აქტოვობებით დატვირთული დღე გვაჩუქა სკოლას და სრულიად ქალაქს.


  • გაიმართა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონიძიება "იაკობი" მე4ბ კლასის მოსწავლეთა და კლასის ხელმძღვანელის თამარ ბექაურის თაოსნობით
  • მოხდა იაკობ გოგებაშვილის კაბინეტის საზეიმო გახსნა, რომელსაც მე2 კლასის ხელმძღვანელი, მედეა მიშველაძე, თავის მოსწავლეებთან ერთად გაუძღვა
  • გაიხსნა "დედა ენის" ვარსკვლავი, სკოლის  1ა კლასის პედაგოგის ეკა კობრავასა და მოსწავლეების მონაწილეობით

აქტივობებს დაესწრნენ სკოლის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები (სსიპ ქ.რუსთავის #12 სკოლის დირექტორი, ქ.რუსთავის #8 ბაგა-ბაღის პედაგოგი, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლები), მოსწავლეები, პედაგოგები  და მშობლები.

ღონისძიება გაშუქდა ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის მიერ.

გვიყურეთ 31.45 წთიდან https://www.youtube.com/watch?v=QBzJ-4LvoEo&index=6&list=UUVDijlXl9XUQCkHwpCAAYlg
















lions quest - საქართველო

ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბიწაძე დაესწრო "lions quest - საქართველოს" საპრეზენტაციო შეხვედრას თბილისში.
ჩვენი სკოლის დირეტორი ირინა მელქაძე-გელაშვილი აღნიშნული კლუბის სრულუფლებიანი, სერტიფიცირებული წევრია და ჩვენს სკოლაში სულ მალე "ლომების" კლუბიცამუშავდება  :)



ნინი ბესელია, კლუბის საქართველოს ხელმძღვანელი


среда, 5 ноября 2014 г.

ინტელექტუალური თამაში "ისტორიის ლაბირინთში"

2014 წლის 5 ნოემბერს ქ.რუსთავის ბიბლიოთეკა "კანაკადულში" ჩვენმა სკოლამ და სსიპ ქ.რუსთავის #12სკოლამ გამართეს ერთობლივი აქტივობა, ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორიის ლაბირინთში", რომლის ინიციატორი მე12 სკოლის მე10 კლასის მოსწავლე ლუი გულიშვილი იყო.
შეჯიბრმა მეგობრულ და ძალზედ საინტერესო გარემოში ჩაიარა. სკოლების მოსწავლეები შეერივნენ ერთმანეთს და შექმნეს ორი გუნდი "ორატორები" და "ჯვაროსნები" . გუნდებმა წარმოადგინეს ამ შეჯიბრისათვის წინასწარ მომზადებული პრეზენტაციბი (ნანა ზაზაძე, მე16 სკოლის მე11 კლასის მოსწავლე და ნანა ხვედელიძე, მე16 სკოლის მე9 კლასის მოსწავლე). ამის შემდეგ გინდები ერთმანეთს კითხვების პასუხში შეერკინენ. ქულათა უმეტესობით გაიმარჯვეს "ორატორებმა".
ჩვენი სკოლის მხრიდან მოსწავლეთა ჯგუფი მომზადა სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ლიან გურგენიძემ.
შეჯიბრის დასასრულს გაჩნდა უამრავი იდეა,წინადადება და შემოთავაზება, რასაც სამომავლოდ სკოლა განახორციელებს კიდეც.
შეჯიბრი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ.
უყურეთ 10:36 საათიდან :
https://www.youtube.com/watch?v=NIKBSLC8nws&list=UUVDijlXl9XUQCkHwpCAAYlg&index=7

















суббота, 1 ноября 2014 г.

ფინალი ფეხბურთში

ჩვენს სკოლაში 31 ოქტომბერს დასრულდა სასკოლო საფეხბურთო შეჯიბრი.
ამ დღეს გაიმართა ფინალური შეხვედრა სკოლის მე10 და მე11ა კლასის გუნდებს შორის, რომელიც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულები, პედაგოგ ლევან ვაჩეიშვილთან ერთად სკოლის დირექტორმა  ირინა მელქაძე-გელაშვილმა დააჯილდოვა საპატიო სიგელებით.