среда, 5 ноября 2014 г.

ინტელექტუალური თამაში "ისტორიის ლაბირინთში"

2014 წლის 5 ნოემბერს ქ.რუსთავის ბიბლიოთეკა "კანაკადულში" ჩვენმა სკოლამ და სსიპ ქ.რუსთავის #12სკოლამ გამართეს ერთობლივი აქტივობა, ინტელექტუალური შეჯიბრი "ისტორიის ლაბირინთში", რომლის ინიციატორი მე12 სკოლის მე10 კლასის მოსწავლე ლუი გულიშვილი იყო.
შეჯიბრმა მეგობრულ და ძალზედ საინტერესო გარემოში ჩაიარა. სკოლების მოსწავლეები შეერივნენ ერთმანეთს და შექმნეს ორი გუნდი "ორატორები" და "ჯვაროსნები" . გუნდებმა წარმოადგინეს ამ შეჯიბრისათვის წინასწარ მომზადებული პრეზენტაციბი (ნანა ზაზაძე, მე16 სკოლის მე11 კლასის მოსწავლე და ნანა ხვედელიძე, მე16 სკოლის მე9 კლასის მოსწავლე). ამის შემდეგ გინდები ერთმანეთს კითხვების პასუხში შეერკინენ. ქულათა უმეტესობით გაიმარჯვეს "ორატორებმა".
ჩვენი სკოლის მხრიდან მოსწავლეთა ჯგუფი მომზადა სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ლიან გურგენიძემ.
შეჯიბრის დასასრულს გაჩნდა უამრავი იდეა,წინადადება და შემოთავაზება, რასაც სამომავლოდ სკოლა განახორციელებს კიდეც.
შეჯიბრი გააშუქა ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიამ.
უყურეთ 10:36 საათიდან :
https://www.youtube.com/watch?v=NIKBSLC8nws&list=UUVDijlXl9XUQCkHwpCAAYlg&index=7

















Комментариев нет:

Отправить комментарий