пятница, 31 октября 2014 г.

"ფესვები და ფრთები"

2014 წლის 25-31 ოქტომბერი ჩვენს სკოლაში დატვირთული იყო კვირეულით "ფესვები და ფრთები", რომლის ძირითადი მიზანი იყო თანამედროვეობაში არსებული ძალადობრივი პრბოლემების განხილვა და რეაგირება.
სახელწოდებაც სიმბოლური გახლდათ "ფესვები" ჩვენი მშობლები, "ფრთები" კი ჩვენ შვილები, შესაბამისად ოჯახი და მასში არსებული მდგომარეობა.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო:
1.  ნახატების გამოფენა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მიერ შესრულებული,
2. სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ჩაატარეს თემში კვლევა ძალადობის საკითხების გარშემო
3. მოსწავლეთა თვითმმართველობამ ჩაწერა ინტერვიუები მოსახლეობაში და შექმნა სტატისტიკური მონაცემები და განიხილა
4. მოეწყო მთელი სკოლის, მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, მოწვეული სტუმრების: მამა სერგი, ნათია ქოქიაშვილი (საია), მაკა კობრავა (სოციალური მომსახურების სააგენტო), დისკუსია ოჯახური ძალადობის თემაზე.
5. ნაჩვენები იქნა ფილმი "გადასახლება"

აღნიშნული კვირეული გაშუქდა ქვემო ქართლის ტერე-რადიო კომპანიის მიერ, სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ 22:10 წთ.
 https://www.youtube.com/watch?v=-3h9El1jBUI&list=UUVDijlXl9XUQCkHwpCAAYlg




























Комментариев нет:

Отправить комментарий