пятница, 31 октября 2014 г.

ერთი ლექსის საღამო კოცონთან

გეპატიჟებით პოეზიის საღამოზე!

ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა თქვენთვის და შეგვექმნა პოზიტიური განწყობა. გვინდა თქვენთან ერთად პოეზიის დახმარებით ვეზიაროთ მშვენიერებას.
გთხოვთ შემოგვიერთდეთ და ჩვენთან ერთად წაიკითხოთ თქვენთვის საყვარელი პოეტის ლექსი.
წინასწარ გიხდით მადლობას.

საღამო ჩატარდება ხუთშაბათს, 30 ოქტომბერს 18:00 საათზე.

გელით!

ასეთი მოწვევით განვავრცეთ ჩვენი სკოლის თემში ინფორმაცია და შედეგმაც არ დააყოვნა :)

შესანიშნავი საღამო და უამრავი სტუმარი ჩვენს სკოლაში, რომელთაც უზომოდ უყვართ პოეზია. 
აქტივობის ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება ეკუთვნის ქ. რუსთავის #16 საჯარო სკოლის XIბ კლასის მოსწავლეებს და მათი ქართულის მასწავლებელს, შორენა ლიპარტელიანს.

დიდი მადლობა სკოლის და სასკოლო თემის სახელით კლასს და პედაგოგს ! 



















Комментариев нет:

Отправить комментарий