среда, 17 декабря 2014 г.

"მე და ჩემი უფლებები"

სამოქალაქო განათლების მიმართულებით, სკოლაში არამარტო ერთი მასწავლებელი და კონკრეტულ მოსწავლეთა ჯგუფი მუშაობს, არამედ სულიად სკოლა, გამომდინარე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან და სკოლის მისიიდან ჩვენ ვცდილობთ აღვიზარდოთ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე აქტურ მოქალაქეებად. სწორედ ამიტომ ჩვენს სკოლაში მოეწყო კიდევ ერთი საინტერსო შეხვედრა ადვოკატებთან თემაზე "მე და ჩემი უფლებები". ამჯერად ჩვენ გვესტუმრა "ადვოკატთა ალიანსი", მისი თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და წევრი იურისტები ომო მარგველაშვილი და ანი კვანტალიანი. შეხვედრის ორგანიზატორი გახლდათ ჩვენი სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ირინა საყვრელიძე, შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თამარ ბიწაძე. შეხვედრის ფორმატი გახლდათ კითხვა-პასუხის რეჟიმი და მოიცავდა ძირითადად ძალადობის თემატიკას და მისი პრევენციის სახეებს. დაისვა მრავალი  კითხვა და გაიჟღერა კომპეტენტურმა პასუხებმა.














Комментариев нет:

Отправить комментарий