суббота, 20 декабря 2014 г.

"გვირილების" ბარბარობა

ძალიან თბილად და ემოციურად ჩაიარა წმინდა ბარბაარეს ხსენების დღემ... თავდაპირველად ჩვენმა პატარებმა, I ა კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელთან ეკა კობრავასთნ და მშობლებთან ერთად წმ.ნინოს ტაძარი მოილოცეს , შემდგომ კი მარტოხელა, გაჭირვებულ თამრო დეიდას ვესტუმრეთ და ჩვენს მიერ შეგროვილი სხვადასხვა პროდუქტით დავეხმარეთ. ჩვენმა პატარა გვირილებმა სიხარული და ჟრიამული შეიტანეს მის ძალიან მცირე ზომის,უფანჯრო ოთახში... გაიხარეთ პატარებო,გაიზარდეთ ჯანმრთელი სასახელო და ჭეშმარიტი ქრისტიანები,შეგეწიოთ წმინდა ბარბარეს ძალა და მადლი!!! თამრიკო დეიდას კი ვუსურვებთ სიხარულით და სიკეთით სავსე დღეებს,ისეთივე უანგარო და უბოროტოს,როგორც პატარების სუფთა გულებია........









Комментариев нет:

Отправить комментарий