вторник, 9 декабря 2014 г.

სამოქალაქო კლუბის ლიდერის არჩევნები

ჩვენს სკოლაში გაიმართა სამოქალაქო კლუბის ლიდერის არჩევნები,რომელსაც წინ უძღვოდა ერთ თვიანი წინა სააჩევნო კამპანია, თავისი პოსტერების გამოქვეყნებით,რეკლამირებით, პრესოკონფერენცებით და სკოლის ცესკოს შექმნით და კანდიდატთა რეგისტრაციით.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლის ცესკომ შემოიღო გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა მხედვით მოხდა კანდიდატების რეგისტრაცია. ერთ-ერთი გახლდათ მაღალი აკადემიური მოსწრება, სკოლაში მოღვაწეობის არანაკლებ ერთი წელი, დისციპლინალური სახდელის არ ქონა ...
არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურები წამოაყენა ოთხმა პრეტენდენტმა, რომელთაც ჰყავდათ საკუთარი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე.
უშუალოდ არჩვენებმა ჩაიარა გამჭვირვალედ, გაკეთდა რიგითობით ყველა ის პროცედურა, რაც განსაზღვრული კანონით,შედგა ოქმები.
არჩევნების ეფექტურად ჩატარებისათვის სკოლის დირექტორმა რუსთავის საოლქო საარჩენო კომისიის დახმარებით მოიპოვა საარჩევნო ატრიბუტიკა (კაბინკა, ყუთი), რამაც მეტი ინტერესი გამოიწვია ამომრჩეველთა და კანდიდატთა (მოსწავლეთა) მხრდან.
არჩვეებში უპრატესობა მოიპოვა და კლუბის ლიდერი გახდა XI ა კლასის მოსწავლე
 ნიკა ფორჩხიძე. 
ჩვენ ვუსურვებთ ნიკას წარმატებებს და ვიმედოვნებთ, რომ კლუბში მუშაობა სანტერესო და სახალისოდ წარიმართება!
















Комментариев нет:

Отправить комментарий