четверг, 11 декабря 2014 г.

"გიორგობა"

სიმბოლურია, როდესაც განსაცდელი გაივლის და მშვიდობა ისადგურება,ჩვენს პარტიარქს აქვს ნათქვამი არ გეშინოდეთო...
ჩვენს სკოლაშიც ახლა მშვდობაა, უფალია, წმინდა გიორგია, ის გვაძლიერებს და გვამხნევებს! სწორედ დღეს სკოლის მე6 კლასის ინიციატივით და მისი დამრიგებლის დიდი შრომით (ისტორიის მასწავლებელი: ნელი ქარჩაიძე) შესანშნავი თეატრალიზებული წარმოდგენა გაიმართა ჩვენი სკოლის სცენაზე. ბავშვები არაჩვეულებრივად და დიდი სამსახიობო ნიჭით ასრულებდნენ სხვადასხვა როლებს. წარმოდგენამ საინტერესოდ ჩაიარა. მას ესწებოდნენ როგორც მოსწავლეები და მასწავლებლები,ისე მშობლები და სასკოლო თემის წარმომადგენლები.



















Комментариев нет:

Отправить комментарий